20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ისე იცავენ ამ დოკუმენტს, წაკითხულიც არ აქვთ - სერგო რატიანი "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე

„ის, რომ კალაძის მიერ დადებულმა ხელშეკრულებამ დააზიანა ეკონომიკური ინტერესები, ამას თანხმდება ყველა. ამაზე არა მხოლოდ ოპოზიცია საუბრობდა, არამედ მთავრობა, პრემიერმინისტრს აქვს აღიარებული, რომ დააზიანა საქართველოს ეკონომიკური ინტერესები,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებას.

ეკონომიკის სამინისტრომ ბუნებრივი აირის ბალანსი დაამტკიცა და ამ გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანა 2018 წელს ბუნებრივ აირს რუსეთისგან არ შეიძენს.

სერგო რატიანის თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენით დაზარალდა ქვეყანა „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რა დოზით დააზიანა, რა მასშტაბით დააზიანა დღემდე არავინ არ იცის, რადგან დღემდე ვერ ხერხდება ამ ხელშეკრულების ნახვა. ხელისუფლების წარმომადგენლები და უმრავლესობა ისე იცავენ ამ დოკუმენტს, წაკითხულიც არ აქვთ,“ - აცხადებს რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები