20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული"- სერგი კაპანაძე სპეცოპერაციაზე

ოპოზიციის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, ყველა კითხვას დროულად გასცენ პასუხი. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საქმეში ჩართული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

„არსებობს ორი ტიპის კითხვები, პირველი ეხება ჩატაევთან დაკავშირებლ ისოტირას, ანუ როგორ იქნა ის ჯერ ციხიდან გაშვებული, შემდეგ როგორ მოხდა მისი წასვლა საქართველოდან, შემდეგ დაბრუნება საქართველოში, იმის ფონზე, როდესაც ის იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შავ სიაში შეყვანილი. ეს არის მთავრი კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხები უნდა გაეცეს და იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული. გარდა ამისა, არის სხვა ტიპის კითხვები, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „ევროპული საქართვლოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ. 

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები