20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
როგორ მუშაობს მე-9 მოწვევის პარლამენტი - "საიამ" ანგარიში წარადგინა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევა ცოტა ხნის წინ წარადგინა, თუ როგორ მუშაობს მე-9 მოწვევის პარლამენტი. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ მოწვევის პარლამენტს არა ერთი პრობლემა აქვს, მათ შორის ის, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქციას ეფექტურად არ ახორციელებს.

„საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება არ იყო ეფექტური, იმის გათვალისწინებით, რომ პარლმენტში სამთავრობო საათი არცერთხელ არ გამართულა. პარლამენტის კომიტეტები იშვიათად იყენებენ შესაძლებლობას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე დაიბარონ,“ - აღნიშნა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივანმა, ნინო ცუხიშვილმა.

პარლამენტში არსებულ ხარვეზებზე განცხადებები კონსტიტუციონალისტებმაც გააკეთეს.

„პრობლემები არის ორი წყაროდან მომდინარე, პირველი არის რეგლამენტი, ინსტიტუციური ჩარჩო, ის არ ახალისებს პოლიტიკურ პროცესებს პარლამენტში, არ იძლევა მთავრობის კონტროლის ეფექტურ მექანიზმებს, განსაკუთრებით უმცირესობას არ აძლევს ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. პრობლემაა პარლამენტის შემადგენლობაში,“ - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები