04 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ვიწრო წრეები დაკავებულები არიან გარკვეული სპეკულაციებით იმის ნაცვლად რომ დაინტერესებულები იყვნენ ქვეყნის უსაფრთხოებით.

„ეს პოლიტიკური სპეკულაციაა წმინდა წყლის და სხვა მეტი არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ,  რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ დევნას მოითხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები