"გიგა ბოკერიას აგიტაციის შემდეგ, ანგარიშში ჩაწერეს, რომ "ობიექტივი" ტელევიზია არის თურმე პრორუსული" - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამერიკის სენატის მიერ მომზადებულ იმ ანგარიშს ეხუმრება, რომელშიც საუბარია, 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ სამხედრო და კიბერ თავდასხმაზე და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, რომლის ერთ-ერთ მაგალითად ტელეკომპანია “ობიექტივია“ მოყვანილი.
“ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის არის რუსეთის აგენტი და პრო რუსული კაცი. ეს ის ექსპერტები არიან, ვინც შარშან სტუმრად იყვნენ საქართველოში და ბოკერია მასპინძლობდა მათ და სწორედ აქედან, რომ წაბრძანდნენ, გიგა ბოკერიას აგიტაციის შემდეგ, ანგარიშში ჩაწერეს, რომ "ობიექტივი" ტელევიზია არის თურმე პრო რუსული ტელევიზია და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არის პრო რუსული პარტია. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე,“ - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.