ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. განსახილველ საკითხებს შორისაა ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევები, მათ შორის გლობალური უსაფრთხოებისა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით.
“სამწუხაროდ, არა ერთი პრობლემაა დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა ერთი გამოწვევა არსებობს, დაწყებული პოლიტიკური საკითხებით, გაგრძელებული ეკონომიკური საკითხით და ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხით, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის იმედს ტოვებს. ამ და სხვა საკითხებზე ბუნებრივია, დახურულ კარს მიღმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გავმართოთ საუბარი, საერთაშორისო პარტნიორებთან, ადამიანებთან, რომლებსაც არანაკლებ შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.