20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ხელნაწერი, სადაც პოროშენკო ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება - უკრაინის პრეზიდენტი რუსთავი2-ს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტი რუსთავი2-ს პასუხობს - შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები არის რუსეთის სპეცსამსახურის მიერ მომზადებული და შემოგდებული დაბალი დონის სიყალბე.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პეტრე პოროშენკოს შვილი კიევში 2013 წლის სექტემბერში დაქორწინდა, გავრცელებულ დოკუმენტში კი, რომელიც 2007 წლით თარიღდება, პეტერბურგში მცხოვრები პოროშენკოს რძლის ნათესავებია მოხსენიებული.

"მოვუწოდებთ საინფორმაციო საშუალებებს, არ გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია, რომელიც აგრესორი ქვეყნის მხრიდან აშკარად დაკვეთილ ხასიათს ატარებს. იმ მედიასაშუალებების მიერ კი, რომლებმაც გადაუმოწმებელი ცნობა გაავრცელეს, საჯარო ბოდიშს ველით," - წერია პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრეზიდენტ პოროშენკოს წერილის შესახებ სიუჟეტი შაბათის კურიერში გუშინ გავიდა. კონფიდენციალურმა წყარომ კურიერს გადასცა ხელნაწერები, რომელიც 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება და რომლის ადრესატი რუსეთის უშიშროების სამსახურია.

წერილში უკრაინის პრეზიდენტი ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება და პირობას დებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს. პეტრო პოროშენკო, რუსეთისადმი ერთგულებას, წერილის მიხედვით, რეგიონების პარტიის დამფუძნებლობით და რუსეთში მისი ბიზნეს ინტერესებით ხსნის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები