უმრავლესობის წარმომადგენლი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მისი აპარატის თანამშრომელს პასუხობს. კილაძის თქმით, ის არავის გაშვებას სამსახურიდან არ აპირებს და მიჩნევს, რომ საჯარო განცხადებები ელგა ფოლადიშვილმა მისი დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა.
„ეს ადამიანი აგრძელებს სამსახურს ჩვეულებრივად, არავისგან დისკრიმინაციულ მდოგმარეობაში არ არის... იმდენად უსუსური არის ეს ყველაფერი, რომ ეს მიზნად ისახავდა ჩემს დისკრედიტაციას პირადად,“ - განაცხადა კილაძემ.
ფოლადიშვილის სასამართლოშიც დავობს და ამტკიცებს, რომ კომიტეტის უფროსი მას სამსახურიდან ხელოვნურად მოგონილი მიზეზით უშვებს.