საპარლამენტო უმრავლესობაში NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ძირითადად შიდა კვლევებს ენდობიან. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" სხვა პარტიებთან შედარებით, საზოგადოებაში დიდი უპირატესობით სარგებლობს, ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს ამ შედეგით და არ უნდა მიიჩნიოს, რომ ყველაფერი წესრიგშია.
„ჩვენ ვიცით, გვაქვს ამის კვლევები, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული უპირატესობა აქვს სხვა პარტიებთან შედარებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ გვაძლევს იმის კმაყოფილებას, რომ ყველაფერი წესრიგშია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობა მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
„ყოველ წელს, თითქმის, არჩევნები გვაქვს და ყველა არჩევნები აჩვენებს განსხვავებულ მოცემულობას. აქ ერთი, რაც არის სახასიათო, ნიშანდობლივი ტენდენცია, მუდმივად აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. რამდენია ეს გამოხატული ციფრებში, მე არჩევნებს დავეყრდნობოდი. ტენდენცია იგივეა, მმართველ ძალას აქვს მეტი მხარდაჭერა, პოლიტიკურ ოპოზიცურ სპექტრში უფრო გადანაწილებულია განწყობები და სიმპატიები, მაგრამ აქ ზოგადად საინტერესოა ტენდენციები, რა აწუხებს მოსახლეობას,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.