დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, აუდიტის სამსახურის მიერ სამშენებლო ნებართვებით დაინტერესებას ეხმაურება. ელოშვილი ამბობს, რომ თბილისის მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს.
რაც შეეხება დედაქალაქში ქაოტურ მშენებლობებს, ელოშვილის განცხადებით, მერია მოქმედებს იმ პირობებით, რომელიც მათ დახვდათ, თუმცა შესაძლებელია პროცესის კიდევ უფრო დახვეწა.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავუხვევთ კანონის ფარგლებს, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვცდილობთ, რომ თუკი არის ამის საშუალება, ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია დახვეწა, გაუმჯობესება იმ პირობების, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მოლაპარაკების გზით, ან თუნდაც რაიმე კანონიერი გზით, ჩვენ ამას ვაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებთ,“ - განაცხადა თბილისის მერმა ილია ელოშვილმა.