20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. ისინი ამ ეტაპზე სასამართლოს მთავარ გამოწვევად საზოგადოებაში ნდობის გაზრდას ასახელებენ.

მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი, გამორიცხავს, რომ მოსამართლეების დანიშვნა სიმპათიების მიხედვით ხდება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში არის სასამართლოს სანდოობა, რომელიც დაკავშირებულია უფრო მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვასთან, დაკავშირებულია სასამართლოს სისტემის უფრო მეტ გამჭვირვალეობასთან,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად სასამართლოს გამჭვირვალობას ასახელებს.

„მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს აქვს მართლმსაჯულებას, არის ის, რომ უნდა იყოს გახსნილი, უფრო მეტად გახსნილი, ვიდრე არის დღეს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები