დედაქალაქის გენგეგმის საბოლოოდ დამტკიცებამდე, სამუშაო პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. განცხადება დედაქალაქის მერმა დღეს გააკეთა. კახი კალაძის თქმით, უკვე დასრულებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება.
შეფასებაში მოწვეული ექსპერტების გარდა, ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია "ბიურო ჰაპოლდმა", რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი ასიმედეგი ქალაქის განვითარების პროცესში, გამოთქვეს მზადყოფნა მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში. ჩვენ ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მერიამ 45 დღიანი ვადა მისცა.