20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"საქართველოსთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია" - გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსიები რუსეთთან უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ და მეგობრულ ურთიერთობას დასავლეთთან, რაც რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

„სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ - აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნელნელა ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ევროკავშირთან, ჩინეთთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით.

"საქართველოში მიმდინარეობს შიდა სტრუქტურული, საფუძვლიანი რეფორმები, რომლებიც აქცევს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების სფეროების მუდმივი ძიება, ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები