საქართველოს დღეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე, მაია გოიკოვიჩი ეწვევა. პირველ შეხვედრას გოიკოვიჩი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს, შემდეგ კი საქართველოს პატრიარქს შეხვდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ საპატრიარქოში დაგეგმილი შეხვედრაა, რა დროსაც სერბეთის ასამბლეის თავმჯდომარეს სავარაუდოდ მოუწევს განმარტება, თუ რას ემსახურებოდა მისი და ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა.
დღესვე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირებს, პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება.
„სერბეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ სერბეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ერთი და იგივე გზას ვადგავართ ამ თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობაში და შესაბამისად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავების კუთხით სერბეთთან გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი. გარდა ამისა სერბეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.