„მთავარი ის არის, რომ სერბეთის არცერთი ოფიციალური პირი არ შეხვედრია მას სერბეთში ყოფნის დროს, მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობებისა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა. ანატოლი ბიბილოვი სერბეთში პატრიარქს შეხვდა.
თამარ ხულორდავა ანატოლი ბიბილობის სერბეთში ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისმა ვიზიტმა კითხვის ნიშნები გააჩინა.
„გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ შედგა მისი ვიზიტი რეპუბლიკა სერბსკაში, რომელიც არ არის სერბეთის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, სერბეთის პატრიარქთან მას შეხვედრა ჰქონდა. ამის შესახებ თვითონ პატრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება და თქვა, რომ ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პერსონალურ დონეზე, პირადი კონტაქტების გამო შეთანხმდა,“ - განაცხადა ხულორდავამ.
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისშია და შეხვედრებს მართავს.