20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
თურქეთი იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადიცია, მას არ დაემუქრება წამება - სუბარი

სააპელაციო სასამართლოს მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, დევნილთა და განსახლების მინისტრი ეხმაურება.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ თურქული მხარისგან მიიღო დიპლომატიური გარანტია იმისა, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, მას წამება არ დაემუქრება.

„როდესაც თურქეთის სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო იძლევა დიპლომატიურ გარანტიას კონკრეტულ პირზე, რომ პირველი - თუ მოხდება მისი ექსტრადიცია მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება და რომელიც არის შესატყვისი ადამიანის უფლებების კონვენციის სტანდარტების და მეორე - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ექნებათ, საქართველოს საკონსულოს და კონსულს ექნება მისი პერიოდული მონახულების საშუალება.

"ეს არის ჩვენთვის მყარი გარანტია, რომ შეიძლება გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეებში, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ეს არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიწყება მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე საქმე არ არის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი, ძალაში დატოვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები