20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"პროკურატურის დეგრადირებული წარმომადგენლების გარდა, პროცესებზე ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი" - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლო პროცესზე რადას 9 დეპუტატები მივიდა, მათ შორისაა იულია ტიმოშენკოც. სასამართლოს უკვე მიმართა თავად მიხეილ სააკაშვილმაც. მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან პროკურატურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთებს.

„რა თქმა უნდა, პროცესი პოლიტიკურია. აქ მყოფ პოლიტიკოსებს კარგად ესმით, რაც ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა რიგით მოქალაქეებზე. დღეს ამ პროცესზე დასასწრებად დნეპირიდან, ზაპოროჟიედან ჩამოვიდნენ. ამიტომ გასაგებია, რომ როდესაც ადამიანები ამხელა გზას გადიან იმიტომ, რომ პროცესზე მოვიდნენ და სოლიდარობა გამოხატონ, სულ მცირე, იმსახურებენ, რომ პატივისცემით მოეპყრან. გულახდილად გეტყვით, სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს პროცესებზე სიარული, მაგრამ პროკურატურის დეგრადირებული წარმომადგენლების გარდა, პროცესებზე ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

დღის ამბები