26 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
ეს არის ბიძინა ივანიშვილზე თავად დამოკიდებული - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატად ივანიშვილის დასახელებაზე საუბრობს

"ეს არის ბიძინა ივანიშვილზე თავად დამოკიდებული," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე მსგავს წინადადებას არ განიხილავს.

"მან მიიღო გადაწყვეტილება დისტანცირების თაობაზე, ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და ის არ ფიქრობს, რამდენადაც ვიცი, ამ გადაწვეტილების გადასინჯვას, თუმცა, ყველაფერი არის მასზე დამოკიდებული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში უკონკურენტო იქნება. 

დღის ამბები