20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში - პოლიტიკოსები და ექსპერტები ექსპრემიერის გეგმებზე მსჯელობენ

პოლიტიკოსები და ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობაზე მსჯელობენ. კონსტიტუციონალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავება, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ივანიშვილის გეგმების შესახებ მმართველ გუნდში არაფერი იციან, თუმცა მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი უკონკურენტო იქნება.

საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფორმალურად არ ელოდება. ისინი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი არაფორმალური მმართველის სტატუსს არ დათმობს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოშიც“ აქტიური მზადება გაზაფხულიდან დაიწყება.

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში არ გამორიცხავს. ამიტომ ლეიბორისტების ლიდერი ყოფილ პრემიერს დებატებში იწვევს. საპრეზიდენტო კანდიდატად დასახლების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კონკურენტი ნინო ბურჯანაძეც იქნება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები