20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ქალბატონი საკრებულოში - ჯაბა ჯიშკარიანი ოპონენტების ბრალდებებს ბრიფინგით პასუხობს

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი რამდენიმე დღის წინ ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. საუბარია ხანდაზმული ქალბატონის შესახებ, რომელიც წინა კვირას საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა  და აცხადებდა, რომ ის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან გაურკვეველი მიზეზების გამო ამოიღეს და უფასო სასადილოს მომსახურებით ვერ სარგებლობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დღეს განაცხადა, რომ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ამ ქალბატონს, როგორც მარჩენალ დაკარგული ოჯახის წევრს, ყოველთვიურად 1000 ლარი და სახელმწიფო პენსია ერიცხება.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ბაზაში კი მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მან თავად ვერ შეავსო დოკუმენტაცია დროულად.

„ის სამი სახის დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან. პირველ რიგში, მან უარი განაცხადა საკუთარი სურვილით დეკლარაციის შევსებაზე. დეკლარაციას მოქალაქე თუ არ შეავსებს, კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მას სოციალური სტატუსი მივანიჭოთ,“ - განაცხადა კაბა ჯიშკარიანმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ქალბატონი ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის ინფორმაცია, თითქოს, ეს ქალბატონი კოორდინატორია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლილე ლიპარტელიანის თქმით, საკრებულოში მისვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მივიდა ხანდაზმულ ქალბატონთან და მოსთხოვა, რომ საკრებულოში მისვლა აღარ გაბედოს.

დღის ამბები