ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება.
შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
საუბარი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე.
დღესვე დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხევდრა ნატოს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან.