18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"მობრძანდით, ბატონო გოგიჩაიშვილო და შეგიძლიათ ბორკილებიც დაგვადოთ"-"იბერიას" წარმომადგენლები ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურებიან

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს  ეხმაურება. ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, რომ მას პრემიერის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოხმაურება არხზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, იმ მოვლენებს ახსენებს, რომელიც ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შესვლამდე, მიმდინარეობდა.

კერძოდ, ხუზმიაშვილის თქმით, მაშინდელი ხელისუფლებაც საუბრობდა იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფი’ ჟურნალისტებს ფარად იყენებდა.

„ტელეკომპანია იბერიას  მთავარ დამფინანსებელს  „ომეგა ჯგუფს“  ახრჩობენ ფინანსურად, გუდავენ იმისთვის, რომ მაუწყებლობა შეაჩეროს ტელეკომპანია "იბერიამ". თუ ეს ასე არ არის კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, გამოვიდნენ, გამოიძიონ და დაადასტურონ რომ ეს ასე არ არის. დღეს პრემიერის განცხადებამ მე გამახსენა, მაშინაც ვმუშაობდი მე ამ ტელეკომპანიაში მაშინდელი ხელისუფლების განცხადებები, რომ ჟურნალისტები ვიყავით „ომეგა ჯგუფის“ ფარი. ერთი ერთში დაემთხვა ეს მაშინდელი ხელისუფლების და პრემიერის განცხადება და ეს არის რბილად, რომ ვთქვათ სირცხვილი.

დეპუტატი გოგიჩაიშვილი პროკურორივით გვესაუბრებოდა ჟურნალისტებს. მობრძანდით, ბატონო გოგიჩაიშვილო და შეგიძლიათ ბორკილებიც დაგვადოთ თუ თქვენ ასე გნებავთ. ჩვენ ამ განცხადებების არ გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ მართლები ვართ,“-განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს „იბერიას“ ჟურნალისტების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამორიცხულია არსებული ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად.

ამავე თემაზე
დღის ამბები