30 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე გაათავისუფლა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან - სამადაშვილი კვირიკაშვილზე საუბრობს 

„როდესაც სახელმწიფო პირი საკუთარი განცხადებით ასეთ დარტყმას აყენებს საკუთარი ქვეყნის ფუნდამენტურ ინსტიტუტებს, ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეს არის მისი თანამდებობის დატოვება“ - ამ განცხადებას, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აკეთებს.

სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმა აღასრულა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დიდი ხნის სურვილი და რუსეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე გაათავისუფლა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

სამადაშვილი ამბობს, რომ ასეთი ქმედების შემდეგ, სახელმწიფოს პირველ პირს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„განსხვავებით საქართველოს პრემიერ მინისტრისაგან რუსეთის საგარეო უწყებამ, როგორც ჩანს ზუსტად იცის, როდესაც მის ინტერესებს გულმოდგინედ იცავენ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები. სწორედ ამიტომ, ბატონ კვირიკაშვილს რუსეთის ფედერაციამ მადლობა გადაუხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა.

მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვირიკაშვილის განცხადებამ აღასრულა ის სურვილი, რაც რუსეთს მრავალი წელია ამოძრავებს, კერძოდ კი გაათავისუფლა რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, როგორც კონფლიქტის მხარე.

როდესაც სახელმწიფო პირი საკუთარი განცხადებით ასეთ დარტყმას აყენებს საკუთარი ქვეყნის ფუნდამენტურ ინსტიტუტებს ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეს არის მიდი თანამდებობის დატოვება“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები