30 დეკემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ჩემს მიმართ არასოდეს ყოფილა მსგავსი რამ, მაგრამ ბოლო დროს მეუბნებიან, რომ ასეთი რამ ხდება - ბრაიან იდოუ

კომედი შოუს თანამშრომელი, ბრაიან იდოუ, თვლის, რომ საქართველოში გამოხატული რასიზმის პრობლემა არ დგას, თუმცა, მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი სტუდენტების მიმართ აგრესიას გამოხატავენ.

ბრაიან იდოუ გადაცემა არჩევანში ამბობს, რომ პირადად მის მიმართ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხშირად მას ურეკავენ მეგობრები და ეუბნებიან, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებენ.

ბრაიან იდოუ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ფერადკანიან ადამიანს მიაწოდეს ბანანი და სთხოვეს, დაეტოვებინა ქვეყანა. თუმცა, ბრაიან იდოუ ამბობს იმასაც, რომ პირადად მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა და მსგავსი პრობლემები უფრო ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.

„რაც სტუდენტები ჩამოვიდნენ, ამ ბოლო დროს დაიწყო ასეთი რაღაცეები. ბიჭები მირეკავენ და მეუბნებიან, ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენაო,“ - განაცხადა ბრაიან იდოუმ. 

დღის ამბები