30 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
სენაკში ჩვილის ცხედარი იპოვეს - ბავშვის საბანი ცხოველების მიერ დაგლეჯილი იყო

სენაკში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს.

ბავშვის ცხედარი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა, რომელიც დილით სახლიდან გამოვიდა.

ადგილზე პოლიცია გამოიძიეს. გარდაცვლილი ბავშვი თვითმხილველებს შიშველი დახვდათ, საბანი კი, რომელშიც ჩვილი იყო გახვეული, შინაური ცხოველების მიერ იყო დაგლეჯილი.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შვიდი თვის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები