ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადგილობრივი საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის ტარიელ აროშიძის პროცესი იწყება. მას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბესო ქათამაძე ცემაში ადანაშაულებს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, რომლის გადაყვანაც საავადმყოფოში გახდა საჭირო, მას "ქართული ოცნების" კაბინეტში თავს დაესხნენ და თავის არეში ჭრილობები მიაყენეს.
ბესო ქათამაძის მტკიცებით, მასზე ანგარიშსწორება სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო მოხდა.
ტარიელ აროშიძე მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.