საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ნიკა ობოლაძე 500 ლარით დააჯარიმა.
ობოლაძეს გამოძიება მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავებოდა.
სავარაუდოდ ობოლაძე სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საქმე 2 მაისის ინციდენტს ეხება, როდესაც "გირჩის" ოფისთან მოქალაქეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების უხეში მოპყრობის და დაკავების მცდელობისას ”გირჩის“ წევრები გამოესარჩლნენ. ნიკა ობოლაძე გამოძიებამ ხელში კანაფის ქოთნის ჭერის გამო დააკავა.