30 დეკემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"ბრძანება შეიცვლება, იმიტომ რომ ცოტა გაურკვევლობაში აღმოვჩნდით" - საქნახშირის ხელმძღვანელობა მეშახტეებს შახტში გამოცხადებას აღარ სთხოვს

"საქნახშირის" ხელმძღვანელობის გაცემული ბრძანება, რომ პრემიერის განკარგულების მიუხედავად მეშახტეები შახტში უნდა ჩავიდნენ შეიცვლება - ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ჯამბულ ჯაყელი ამბობს, რომ შეჩერებული იქნება ნედლეულის მოპოვება, თუმცა შახტში პრევენციული სამუშაოების მიმდინარეობა საჭიროა.  

"სამუშაოებს ვგულისხმობთ, პრევენციები უნდა გავატაროთ ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების საწინააღმდეგო, გაჩერებულ შახტას უნდა მოვლა უფრო მეტად, ვიდრე მომუშავეს. აქ მუშები არ იქნებიან. იქნებიან წყალსაქაჩზე. მოგეხსენებათ 350-400 კუბის შემოდინებაა ხდება საათში ეს თუ არ ამოვიღეთ დაგვეტბორება. მხოლოდ და მხოლოდ სრულდება წყლის ამოღება და უსაფრთხოების პრევენციის გატარება"-აცხადებს ჯაყელი.

რაც შეეხება გუშინ გამოცემული განკარგულების შინაარსს, სადაც წერია, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს ყველა თანამშრომელი ჯაყელი ამბობს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

„უკლებლივ ყველა თანამშრომელი"- ბრძანება შეიცვლება. იმიტომ რომ ცოტა გაურკვევლობაში აღმოვჩნდით ჩვენ. გამოძიებამ, კი მოგვწერა ორკვირიანი და მხოლოდ ნახშირის მოპოვება და ფაქტობრივად დღეს მაინც არ მიმდინარეობს არავითარი მუშაობა და გავაგრძელებთ ასე რა," - ამბობს”საქნახშირი GIG”-ის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

დღის ამბები