30 დეკემბერი 2024,   21:58
ვრცლად
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და აქტიური თანამშრომლობა მესამე სექტორთან - პრემიერის განცხადება “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე

“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს პრემიერმა უკვე მიმართა   სამიტის ფარგლებში თბილისში ჩამოსული 96-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს.

“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე  მთავარი საკითხები მმართველობის სისტემების უფრო მეტი ღიაობა და ამ პროცესში საზოგადოებისა და მესამე სექტორის ჩართულობაა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს და აღმოიფხვრას კორუფცია.

„ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები.

"ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას,"-აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები