17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
"ამ შენიშვნას რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ," - არასამთავრობო სექტორი უმრავლესობის ბრალდებებს პასუხობს

უმრავლესობის წევრის ბრალდებებს სამოქალაქო სექტორმა კიდევ ერთხელ კანონის ცვლილების აუცილებლობით უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობენ და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ შეცვალოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეების უვადო დანიშვნის გამჭვირვალე პროცესს. წამყვან ორგანიზაციებში ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ისინი ვალდებულებები არიან მთავრობას შეცდომებზე მიუთითონ და მოუწოდებენ ოცნებას, არ ჩაერთოს იუსტიციის საბჭოს მიერ შეთავაზებულ თამაშში.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ უმრავლესობამ ღიად დააფიქსიროს ტავის პოზიცია თუ რას აპირებენ ისინი - მხოლოდ კრიტერიუმებზე მსჯელობას, თუ ამ კრიტერიუმების დადგენის შემდეგაც კი დაელოდებიან ახალი სიის წარმოდგენას და არ განიხილავენ იკ სიას, რომელიც წარგდენილია პარლამენტში. მხოლოდ ვენეციის კომისიაზე ისიც ფრაგმენტულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არ არის გამართლებული. აუცილებელია თავად პარლამენტი არ გახდეს იმ თამაშის მონაწილე, რასაც იუსტიციის საბჭო სთავაზობს მათ,"- აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა კი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არსებული პრობლემები უნდა გააცნობიეროს და გარკვეულმა პირებმა სისტემა უნდა დატოვონ.  

"ამ შენიშვნას რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ, რადგან ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღო "ქართულმა ოცნებამ," იყო მიმართული იქითკენ, რომ გაძლიერებულიყო ჩინჩალაძე და მისი კლანი სისტემაში, რაც გრძელდება დღესაც,"-აცხადებს გვილავა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არასამთავრობო სექტორი იმ პლატფორმაზე შეჭრაში დაადანაშაულა, რომელზეც უმრავლესობის თქმით მესამე სექტორი არ უნდა იყოს. განცხადება ამის შესახებ გია ვოლსკიმ გააკეთა.

დღის ამბები