17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
თუ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, დანაშაულში მონაწილე პირების დასჯა უნდა გახდეს მთავარი თემა - კაპანაძე

თუ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, დანაშაულში მონაწილე პირების დასჯა უნდა გახდეს მთავარი თემა - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს რა მოხდა ოკუპირებულ რეგიონში და რა გახდა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი.

„თუ ის არის მოკლული, ან თუ ის იყო ნაწამები, ამაზე უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ქვეყანას. როგორც მინიმუმ, იმ ადამიანების დადგენა უნდა მოხდეს, ვინც პასუხისმგებელია, ისინი შეყვანილი უნდა იქნან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და იმ ადამიანების დასჯა, ვინც ამაში მიიღეს მონაწილეობა უნდა გახდეს მთავარი თემა.

"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ცხედარი გადმოსვენებული იქნება, ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თვითმხილველთა ინფორმაციით 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა თაგილონი-ნაბაკევის ახლოს მდებარე საოკუპაციო ზოლზე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ოკუპანტები მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც ცნობილია, სხეულზე დაზიანებები თავისა და ზურგის არეში მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. 

დღის ამბები