30 დეკემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა - სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა ოპოზიციისთვის უშედეგოდ დასრულდა

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა ოპოზიციისთვის უშედეგოდ დასრულდა – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გარდა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა და პარტიების დაფინანსება.

"დღევანდელი შეხვედრით ეს საკითხი არ ამოწურულა და შეხვედრები გაგრძელდება. იმედი მაქვს იქნება მიღწევები ისეთ საკითხებზე, რაზეც დღეს ვერ მოხერხდა შეთანხმება,"- ამბობს გოგორიშვილი.

ფარსი და კოსმეტიკური ცვლილებები – ასე შეაფასეს ლეიბორისტებმა შეხვედრა და მისი შინაარსი, რის გამოც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლება დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

"ერევიან პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კლიპების შინაარსში და გვიზღუდავენ კრიტიკას ხელისუფლების ან სხვა პარტიების, დედამიწაზე მსგავსი ავტორიტარული ნაბიჯი მე არ მახსენდება არცერთ შემთხვევაში,"-განაცხადა "კურიერთან" ლაშა ჩხარტიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი მნიშვნელოვად ხარვეზად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოებაშიც. არასამთავრობო სექტორში იმედოვნებენ, რომ რეფორმის ეს ნაწილი, სხვა დანარჩენ პრობლემურ საკითხებთან ერთად ცვლილებების საპარლამენტო განხილვების პროცესში მოგვარდება.

მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის ჯგუფის შეხვედრებით კმაყოფილია, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ იმასაც, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დამატებითი შეხვედრები გაიმართება.

საარჩევნო კოდექსის ძირითადი რეფორმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამასთან ერთად, პარლამენტი ეუთოს 27 რეკომენდაციას განიხილავს. ცვლილებები კანონმდებლობაში წლის ბოლომდე აისახება.









დღის ამბები