30 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
"პოლიციელები დაპირისპირების საშუალებას არ აძლევდნენ იქ არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს" - ცქიტიშვილი "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებზე

გუშინ თბილისის ცენტრში ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების  მხრიდან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ჩაშლის მცდელობას, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია:

"ნებისმიერი სახის ძალადობა, რა თქმა უნდა ვერ იქნება მისაღები და რა თქმა უნდა დასაგმობია. მე პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რიგით პოლიციელებს, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს და დაპირისპირების საშუალებას არ აძლევდნენ იქ არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს. გარდა ამისა შესაბამისი რეაგირებაც იყო ძალადობის ფაქტებზე,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები