30 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ლაპლანდიელი სანტა, ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზთან მივიდა

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც "მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია" საოკუპაციო ხაზთან მივიდა. ენგურის ხიდიდან მან ოკუპაცია დაგმო და საქართველოს მშვიდობა უსურვა.

ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.

სანტა კლაუსი ფოთსა და მესტიასაც ესტუმრა, 9 იანვრამდე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის.

პროექტის ინიციატორი საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია და სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია.

დღის ამბები