ყინწვისის მონასტერში მომხდარი დაპირისპირების დროს სავარაუდოდ გამოყენებული იარაღი ვის ეკუთვნის, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რის საფუძველეზე დაიწყო გამოძიება და რატომ არის დავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა შენახვაზე.
სამონასტრო კომპლექსში მყოფი ადამიანები დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მონასტერში პოლიციელები არ ყოფილან.
როგორც სამონასტრო კომპლექსში აცხადებენ, ეკლესიას ბევრი მტერი ჰყავს, რაც შეიძლება სკანდალის განმაპირობებელი ფაქტი იყოს.
მომხდარზე არაფერს ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა და ამბობენ, რომ ინციდენტის შესახებ ტელევიზიიდან და სოციალური ქსელებიდან გაიგეს, მათი თქმით მამა საბა დადებითი პიროვნებაა და ადგილობრივებს ძალიან უყვართ.