საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ურმას რეინსალუ იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებებს და აცხადებს, რომ საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
"საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დანიშნული მეორე ტურის გათვალისწინებით", - ნათქვამია მინისტრის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში.