14 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ყოველდღე გვაქვს გლოვის რეჟიმი საქართველოში და ამას გაუსწორონ თვალი და მოიქცნენ პასუხისმგებლობით - შალვა პაპუაშვილი 

მიმდინარე საპროტესტო აქციებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვირუსით ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან, ყველა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. 

"დღეს გარდაიცვალა 22 ადამიანი, 300 ადამიანი არის მართვითი სუნთქვის რეჟიმზე. თითქოს ხელისუფლება ცდილობს რაიმე შეზღუდვის დაწესებას იმის გამო, რომ მიტინგი არ ჩატარდეს, არის აბსოლუტური არაადამიანობა. ჩვენ ყოველდღე გვაქვს გლოვის რეჟიმი საქართველოში და ამას გაუსწორონ თვალი და მოიქცნენ პასუხისმგებლობით,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები