ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეხვდრა. მაიკ პომპეოსა და ილია მეორის შეხვედრას აშშ-ის საელჩო ეხმაურება:
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.