ყაზახეთში შექმნილი ვითარების გამო ალმატის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა, მათ შორის ვერც თბილისიდან.
როგორც ყაზახური მედია წერს, ფრენები გააუქმეს "აზერბაიჯანის ავიახაზებმა", ბელარუსულმა ავიაკომპანია "ბელავიამ", არასტაბილური სიტუაციის გამო არ შესრულდა არც თბილისი-ალმატის რეისი.
რამდენიმე საათის წინ თავად ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ალმატის აეროპორტი ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული და ისინი ტერორისტებად მოიხსენია. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ალმათის აეროპორტი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.