ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -34 092, ხოლო PCR ტესტით -26 661
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა - 9,16% ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9,14%, ხოლო ბოლო 7 დღეში - 9,84% შეადგინა.
13 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 6 864 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 596 549 აცრა.