20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს" - კარლ ჰარცელი

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს" - ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი აკეთებს.

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი და თუ რუსეთი დესტაბილიზაციის გზას აირჩევს, ევროკავშირი მკაცრს ფასს დაუწესებს.

"როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი და ის, რასაც ჩვენ სხვა პარტნიორებთან, აშშ-სთან, ნატო-სთან და ეუთო-სთან, ერთად ვიცავთ.

იმედი გვაქვს, არსებული დაძაბული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდება. მაგრამ, მსურს ევროკავშირის მხრიდან განვაცხადო, რომ ასევე მზად ვართ, მკაცრი ფასი დავაწესოთ, იმ შემთხვევაში თუ იქნება სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობები" - ამბობს კარლ ჰარცელი

 

 

დღის ამბები