ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების შესახებ ადგილობრივებს ამჯერად წყალტუბოში გაესაუბრნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოსა და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.