ნაძალადევის რაიონს, სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა. გარდა ამისა, კიდევ სამ მინი სტადიონზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა.
სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.