20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, სამგორის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

უბნების ჩამონათვალი:

სამგორის რაიონი - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, თრიალეთის, ჯავახეთისა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები