20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველაზე მაღალ ნიშნულზე აწია გაფრთხილება რუსეთში ამერიკის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მეოთხე, ყველაზე მაღალ ნიშნულზე აწია გაფრთხილება რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ამერიკის მოქალაქეებისთვის.

ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ არა მხოლოდ თავი შეიკავონ რუსეთში წასვლისგან, არამედ მოსკოვში აშშ-ის საელჩო აფრთხილებს იქ მყოფ ამერიკის მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსეთის ფედერაცია ყველა ხელმისაწვდომი კომერციული საშუალებებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ განცხადებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ისინი ამბობენ, რომ ამერიკის მოქალაქეებისთვის რუსეთში ყოფნა საშიშია, რადგან არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მოახდენენ ამერიკის მოქალაქეებზე ზეწოლას.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საკონსულომ მინსკში მუშაობა შეწყვიტა.

დღის ამბები