20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
VTB-ის მომხმარებლებმა სესხების განულებაზე შეტყობინება მიიღეს – ბანკის განმარტება

დღეს, პირველ მარტს, VTB ბანკის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე. ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა "ბაზისბანკს", ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი იყო.

მოკლე ტექსტური შეტყობინება, არ შეიცავდა ინფორმაციას სესხების „ბაზისბანკში“ გადაცემის თაობაზე, რამაც მომხმარებელი დააბნა.

სესხების "ბაზისბანკში" გადასვლის თაობაზე VTB ბანკმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად მიიღეს.

ბანკის ინფორმაციით საცალო პორტფელის, "ბაზისბანკზეგასხვისებით, "VTB ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს, როგორც "ბაზისბანკის", აგრეთე VTB ბანკის ფილიალებში.

დღის ამბები