პარტია "ლელო საქართველოსთვის" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"ლელოს" ლიდერების განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდში დგომა და იწყებენ აქტიურ საქველმოქმედო კამპანიას.
მათ მოუწოდეს მოსახლეობას, შეაგროვონ ნივთები და სხვადასხვა ქალაქში მითითებულ მისამართებზე მიიტანონ, შემდეგ კი შეგროვებული ნივთები უკრაინაში წითელი ჯვრის დახმარებით მოხდება.