უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბრიუსელში - ევროპარლამენტის წინ აქციას სხვადასხვა ქვეყნის დიასპორები და რიგითი მოქალაქეები გამართავენ. აქციაზე მივლენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მოქალაქეები ნელ-ნელა იკრიბებიან. აქციებით ევროპის მოსახლეობა უკრაინას გვერდზე უდგას, რომლებიც ახლა თავდასხმის ქვეშ არიან.
მხარდასაჭერ აქციაზე მისვლას აპირებენ ევროდეპუტატები, რომლებიც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.
შეგახსენებთ, ევროდეპუტატებმა სოლიდარობა გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უკრაინელებს. გუშინ დებატების შემდეგ, ისინი პარლამენტის წინ გამოვიდნენ და უკრაინის ჰიმნზე სოლიდარობის ნიშნად მხარი დაუჭირეს უკრაინელებს.