20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
როგორ აფასებს მესამე სექტორი მმართველი გუდის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადს 

მესამე სექტორი  ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების განცხადებას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს მესამე სექტორი მიესალმება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს შექმნას საგანგებო სტრუქტურაც, რომელიც სპეციალურად ამ საკითხზე იმუშავებს. არასამთავრობოთა პოზიცია ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველო" გაასაჯაროვა.

"ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდა ამ შემთხვევაში სწორი ნაბიჯი გადადგა. 

" სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ბევრს ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, განსაკუთრებით მათ ბოლო ნაბიჯებს, მაგრამ ამ გზაზე საქართველომ უნდა უჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, თავისუფლებისადმი და ევროპისადმი," - ამბობს ქეთევან ხუციშვილი. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილი თქმით, ეს არის სწრაფად დასაწყები პროცესი და ყველა, მათ შორის მე-3 სექტორიც უნდა იყოს ერთ რელსებზე იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

რაც შეეხება "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს ალეკო ცქიტიშვილს, მისი თქმით, ალოგიკური იქნებოდა სახელმწიფოს ამ ვითარებაში ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა. 

"როდესაც უკრაინაში არის ომი და პარალელურად უკრაინა ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს ევროკავშირმა თავის ოჯახში, ალოგიკური იქნებოდა, რომ საქართველოს არ გადაედგა ადეკვატური ნაბიჯი და თვითონაც წევრობაზე განცხადება არ გაეკეთებინა,"- აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

 

დღის ამბები