ევროკავშირი მზად არის, მიიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან. როგორც როიტერსი წყაროზე დაყრდნობით წერს ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი აღნიშნავს, რომ ქვეყნების სურვილი ევროკავშრიში გაწევრიანებაზე პოზიტიური ნაბიჯია.
"მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი ეს ქვეყნები შემოიტანენ ამ განაცხადს, ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით. მე ამას ვერ ვუწოდებდი ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებისთვის ბიძგის მიცემას. ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს აჩვენებს ევროკავშირის წარმატებას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს. მისასალმებელია, რომ სხვები ევროკავშირს აღიქვამენ წარმატების მოდელად და სურთ გაწევრიანება. ცხადია, რომ ეს ჩვენი ბოლო 7 ათწლეულის წარმატების შედეგია,"- აცხადებს ერიკ მამერი.
ევროკომისიის წევრი ანა პისონერო აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები ყოველთვის აღიარებდნენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს.
"თქვენ იცით როგორია ეს პროცედურ , განაცხადი უნდა მიიღოს საბჭომ. ევროკავშირი ყოველთვის აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ეს მათი საგარეო პოლიტიკის კურსია. ევროპელი ლიდერები ყოველთვის აღიარებდნენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ამ ნაბიჯის მნიშვნელობის და ასევე საქართველოსა და მოლდოვას მოქალაქეების, ვისაც სურს რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს. პროცესი მიმდინარეობს და უკრაინის შემთხვევაში ეს პროცედურა ემოციების ფონზე ხდება. რა თქმა უნდა, ეს განხილვის საკითხი იქნება,"- აცხადებს ანა პისონერო.